Monday, June 8, 2015

პროექტი:ძველი ცივილიზაციის ქვეყანა

  1. პროექტის სახელწოდება:  ძველი ცივილიზაციის ქვეყანა.
2 .პროექტის მთავარი იდეა:  გაეცნონ უძველესი  ცივილიზაციის ქვეყნების გამოგონებებს.
3. პროექტის აქტუალობა მოსწავლეები მოახდენენ სხვადასხვა საგნებს შორის ინტეგრირებას ,მოხდება ცოდნის ტრანსფერი, გაცნობიერებენ სხვადასხვა საგანში მიღებულ ცოდნის მნიშვნელობას, აიმაღლებენ ზოგად ცნობიერებას.
4. პროექტის მიზნები: განუვითარდებათ  1. ინფორმაციის მოძიების უნარი ისტ-ის გამოყენებით. 2 .ინფორმაციის დახარისხების უნარი  .3. წერითი მეტყველების უნარი.  4 .შემოქმედებითი უნარი. 5. ლოგიკური დასკვნის უნარი. 5. კრიტიკული აზროვნების უნარი.
5. მონაწილეთა ასაკი: 11
6. ვადები/ხანგრძლივობა: 14 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატი, ფერადი ფანქრები, შესაბამისი სურათები, წიგნები, კალამი, ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა: ჯგუფებად დაყოფა, დავალების განაწილება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ისტ-ი, გეოგრაფია, ხელოვნება.  უცხ.ს.IV.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);

უცხ..IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
განახორციელებს პროექტს;
გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულაციას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.
11.  პროექტის ხელმძღვანელი:  მირანდა გულედანი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: Mirandaguledani76gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://mirandaguledani.blogspot.com